FDA-მ დაამტკიცა pz-cel — გენური თერაპიის ახალი ეპოქა რეცესიული დისტროფიული ბულოზური  ეპიდერმოლიზის (RDEB) მკურნალობაში

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ასოციაციამ (FDA) ოფიციალურად დაამტკიცა prademagene zamikeracel (pz-cel) (Zevaskyn; Abeona Therapeutics) — პირველი აუტოლოგიური, უჯრედებით გაშუალედებური  გენური თერაპია, რომელიც მიზანმიმართულია რეცესიული დისტროფიული ბულოზური ეპიდერმოლიზის (RDEB) კორექციისაკენ. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან წინსვლას ამ მძიმე, იშვიათი და სიცოცხლისთვის საშიში დერმატოზის  მართვაში.  

გაიგეთ მეტი

დენიფანსტატი (ASC40), პირველი კლასის პერორალური პრეპარატი, რომელიც შექმნილია Ascletis Pharma Inc.-ის მიერ, 

წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ მიღწევას საშუალო და მძიმე აკნეს მართვაში. იგი ეფუძნება სრულიად ახალ ბიოლოგიურ სამიზნეს და პოტენციურად ცვლის ტრადიციულ დამოკიდებულებას ანტიბიოტიკებზე, ჰორმონულ პრეპარატებსა და რეტინოიდებზე. მისი ფაზა III კვლევის ეფექტურობის და უსაფრთხოების შედეგები წარმოდგენილი იქნა 2025 წლის EADV კონგრესზე, პარიზში.

გაიგეთ მეტი

ახალი თერაპიული პერსპექტივები  თმის  ცვენის  მართვაში

ბოლო დროინდელმა კვლევებმა მნიშვნელოვნად გააფართოვა ჩვენი ცოდნა თმის ზრდის ბიოლოგიური მექანიზმების შესახებ და დააზუსტა ის მოლეკულური სისტემები, რომლებიც არეგულირებენ თმის ციკლს, ფოლიკულის აქტივობასა და თმის ცვენის პროცესს. თმის ფოლიკულები წარმოადგენენ მაღალმეტაბოლურ სტრუქტურებს, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გადიან ზრდის (ანაგენი), რეგრესიის (კატაგენი) და დასვენების (ტელოგენი) ფაზებს. აღნიშნული ციკლი დამოკიდებულია ფოლიკულის შიგნით არსებული უჯრედული კომპონენტების შორის მუდმივ ურთიერთქმედებაზე და...

გაიგეთ მეტი

FDA-დაამტკიცაროფლუმილასტის  (Zoryve®)  კრემი 0.05%  ატოპიური დერმატიტის  სამკურნალოდ  2–5  წლის ბავშვებში

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ოფიციალურად დაამტკიცა როფლუმილასტის (Zoryve®; Arcutis) კრემი 0.05% მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ატოპიური დერმატიტის (AD) ადგილობრივი მკურნალობისთვის 2–5 წლისბავშვებში. აღნიშნული სტეროიდისგან თავისუფალი, ერთხელ დღეში გამოსაყენებელი ფორმულა წარმოადგენს ახალ, უსაფრთხო და ეფექტურ თერაპიულ არჩევანს ბავშვთა ქრონიკული ეგზემის ხანგრძლივი მართვისთვის. 

გაიგეთ მეტი