Georgian Young Dermatologists Association

GYDA.GE

საქართველოს ახალგაზრდა დერმატოლოგთა ასოციაცია

პროფესიული პლატფორმა ახალი თაობის დერმატოლოგებისთვის — განათლება, კვლევა და ინოვაცია.

ვინ ვართ ჩვენ

საქართველოში ოფიციალურად დაფუძნდა ახალგაზრდა დერმატოლოგთა ასოციაცია — პროფესიული და საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა დერმატოლოგებისთვის თანამედროვე, პრაქტიკაზე ორიენტირებული განვითარების შესაძლებლობების შექმნას. ახალგაზრდა დერმატოლოგთა ასოციაციის მისიაა საქართველოში ახალი თაობის ექიმების პროფესიული გაძლიერება, განათლების თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და დერმატოლოგიის დარგის მდგრადი განვითარება. ასოციაცია ქმნის სივრცეს, სადაც ერთიანდება ცოდნა, პრაქტიკა და ინოვაცია — პლატფორმას, რომელიც უზრუნველყოფს თანამედროვე მედიცინის მოთხოვნებთან შესაბამის, მაღალხარისხიან და პაციენტზე ორიენტირებულ დერმატოლოგიურ მომსახურებას.

35 წევრები
2 მიმდინარე საკითხი
15 შეთანხმებული საკითხი

პარტნიორი სამედიცინო დაწესებულებები

საბჭოს წევრები

ყველა წევრი

რას სთავაზობს ასოციაცია ახალგაზრდა ექიმებს?

ასოციაციის წევრებს ეძლევათ შესაძლებლობა: მონაწილეობა მიიღონ კონფერენციებში, სემინარებსა და პრაქტიკულ ვორქშოპებში მიიღონ კლინიკა კანის მულტიდისციპლინური სამედიცინო კონსილიუმის მხარდაჭერა ისარგებლონ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული დიაგნოსტიკური პლატფორმებით ჩაერთონ სამეცნიერო კვლევებსა და პროექტებში იყვნენ ასოციაციის შიდა პროფესიული სამუშაო ჯგუფების აქტიური წევრები

გაწევრიანების განაცხადის ფორმა