Filsuvez – ბულოზური ეპიდერმოლიზის გარეგანი თერაპიის თანამედროვე საშუალება
Filsuvez წარმოადგენს მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება ბულოზური ეპიდერმოლიზის (Epidermolysis Bullosa – EB) მქონე პაციენტებში, მოზრდილებსა და ბავშვებში 6 თვის ასაკიდან.
მოქმედების მექანიზმი
Filsuvez-ის მოქმედების ზუსტი მექანიზმი ბოლომდე განსაზღვრული არ არის. არსებული მონაცემებით მიიჩნევა, რომ არყის ქერქის ტრითერპენები:
ხელს უწყობენ კერატინოციტების ზრდასა და მიგრაციას
აჩქარებენ ეპითელიზაციას
ხელს უწყობენ ჭრილობის კიდეების დახურვას
ამცირებენ ადგილობრივ ანთებით პროცესებს
ამ გზით პრეპარატი ხელს უწყობს ჭრილობის უფრო სწრაფ და ეფექტურ შეხორცებას.
კლინიკური ეფექტურობა Filsuvez-ის ეფექტურობა შეფასდა ერთ მთავარ კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა:
223 პაციენტი (მოზრდილები და ბავშვები)
როგორც დისტროფიული, ისე მოსაზღვრე
EB-ის ფორმებით
კლინიკური მნიშვნელობა
Filsuvez წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ რეგისტრირებულ გარეგან თერაპიას, რომელიც სპეციალურად შექმნილია EB-ის ჭრილობებისთვის და რომლის ეფექტურობა დამტკიცებულია კლინიკური კვლევებით.
EMA-ს შეფასებით:
პრეპარატის სარგებელი აღემატება მის პოტენციურ რისკებს
უსაფრთხოების პროფილი მისაღებია
თერაპიული ეფექტი – კლინიკურად მნიშვნელოვანი
დასკვნა
Filsuvez წარმოადგენს მნიშვნელოვან პროგრესს ბულოზური ეპიდერმოლიზის გარეგანი თერაპიის სფეროში.
იგი: აუმჯობესებს ნაწილობრივი სისქის ჭრილობების შეხორცებას
ამცირებს გართულებების რისკს
უზრუნველყოფს კლინიკურად მნიშვნელოვან სარგებელს DEB და JEB პაციენტებისთვის
აქვს მისაღები და მართვადი უსაფრთხოების პროფილი
სტატია მოამზადა: ქეთი გიგინეიშვილმა